მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-10-31 11:15:42ირლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ “TikTok” არღვევს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (“GDPR”) დადგენილი მონაცემთა დამუშავების სამართლიანობის პრინციპს 13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემების დამუშავებისას.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა:
- სარეგისტრაციო ბანერი - რომელიც, ბავშვებს უბიძგებს, არჩევანი საჯარო ანგარიშების შექმნაზე გააკეთონ. აღნიშნული კი პლატფორმაზე არასრულწლოვანთა მიერ გარკვეული მოქმედებების განხორციელებისას, გავლენას ახდენს მათი პირადი ცხოვრების უფლების დაცვაზე.
- ვიდეოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ბანერი - ვიდეოს გამოქვეყნების შესახებ ბანერი ბავშვებს უბიძგებს, გააქტიურონ ღილაკი — „დაუყოვნებლივ გამოქვეყნება“ აღნიშნული მომხმარებლებს უბიძგებდა, აერჩიათ ვიდეოს საჯაროობა პირველად პარამეტრად. ამდენად, ბანერზე განთავსებული იყო პირველადი პარამეტრები, რითაც “TikTok” ართულებდა მომხმარებლებისთვის იმგვარი არჩევანის გაკეთებას, რომელიც ხელს უწყობდა მათი პერსონალური მონაცემების დაცვას.
ასევე შეფასდა, ასაკის გადამოწმების ღონისძიებები - “EDPB”-მ დაადგინა, რომ “TikTok”-ის მიერ 13 წლამდე ასაკის ბავშვების პლატფორმაზე წვდომის თავიდან აცილების მიზნით დანერგილი ასაკობრივი ბარიერი შეიძლება, ადვილად იქნეს დაძლეული;
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად 👉🏻 მსოფლიო პრაქტიკა