კამპანია #აღმოაჩინედარღვევა

2023-09-26 12:43:33
 #აღმოაჩინედარღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კამპანიაა, რომლის ფარგლებში შეძლებთ შეამოწმოთ, რამდენად დაკვირვებული ხართ,  რამდენად გაქვთ ინფორმაცია მონაცემთა დაცვის საფუძვლების შესახებ და შეგიძლიათ თუ არა სათანადო სიტუაციაში დარღვევის იდენტიფიცირება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ყურადღება იმ დარღვევებზეა გამახვილებული, რომლებიც ჩვენს გარშემო მეტად აქტუალურია.

1. 

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ერთ-ერთი დაწესებულების საერთო სივრცეს, სადაც მოქალაქეები გარკვეულ მომსახურებას იღებენ.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 1

  • მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ პირადი და სამსახურებრივი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების სათავსო, საერთო, დაუცველ სივრცეში იყო განთავსებული.
  • გახსოვდეთ, პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები უნდა ინახებოდეს დაცულ ადგილას, რათა გამოირიცხოს, როგორც განზრახ, ასევე შემთხვევით მისი უკანონოდ დამუშავება (მოპოვება, დაკარგვა, გამჟღავნება და ა.შ.). მსგავსი ზომები მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის (მათ შორის, სამსახურის თანამშრომლის) მიერ მონაცემთა უკანონოდ დამუშავების თავიდან ასარიდებლადაც.
  • შესააბამისად, დოკუმენტები, რომლებიც დაწესებულების ჰოლში იყო განთავსებული, უნდა განთავსდეს დაცულ ოთახში და მასზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ.
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

2.  

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილს.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 2

  • მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილას დამონტაჟებულა ვიდეოსათვალთვალო კამერა.
  • ჰიგიენისთვის განკუთვნილი ოთახი, წარმოადგენს განსაკუთრებით პრივატულ სივრცეს. პირის უფლება, რომ გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცით, წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტს.
  • ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია, როგორც უშუალოდ მსგავს ადგილებში (ოთახი) ვიდეოსათვალთვალო კამერის განთავსებით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის მეშვეობით.
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

3. 

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ სამუშაო სივრცეს, სადაც ერთ-ერთი დასაქმებული პირი პირადი მონაცემების შემცველ დოკუმენტებს ყრის.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი

  • მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ დასაქმებული პირი პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებს ნაგავში იმ ფორმით ყრის, რომელიც მომავალში შესაძლოა სხვა პირებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.
  • დოკუმენტების გადაყრა, თუკი ასეთი დოკუმენტიდან შესაძლოა რაიმე ფორმით დადგინდეს პირადი მონაცემები დაუშვებელია. მსგავსი დოკუმენტები უნდა გაანადგუროთ იმგვარად, რომ აღდგენა იყოს შეუძლებელი ან მოითხოვდეს შეუსაბამოდ დიდ ძალისხმევას (მაგ. დაშრედერება).
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

4.  

#აღმოაჩინედარღვევა

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ მობილურ ტელეფონს სადაც, მარკეტინგული შეტყობინებაა მოსული.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლია დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 4

  • მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ მარკეტინგულ შეტყობინებას არ ახლდა უარის თქმის მექანიზმი.
  • მარკეტინგული შეტყობინებაში (მაგ. პროდუქციის, სერვისის შეთავაზება) გათვალისწინებული უნდა იყოს სამომავლოდ მსგავსი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი. შეტყობინების ადრესატს აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი.
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

5. 

#აღმოაჩინედარღვევა

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ერთ-ერთი სავადმყოფოს პალატას.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 5

  • მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ პალატის შესასვლელში გამოკრულია პაციენტის პირადი ინფორმაცია.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, რომლის დამუშავებაც შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
  • შესაბამისად, პალატის შესასვლელში პაციენტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეთითოს არაიდენტიფიცირებადი ფორმით.
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

6. 

#აღმოაჩინედარღვევა 

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ერთ-ერთი დაწესებულების შესასველელს, სადაც თანამშრომელი შედის.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება. 

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 6

  • მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ დასაქმებული პირი შენობაში შესვლა-გასვლას თითის ანაბეჭდით ახორციელებს.
  • ნებისმიერ საჯარო, თუ კერძო დაწესებულებებს ეკრძალებათ შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით, შეაგროვონ/გამოიყენონ დასაქმებულ პირთა თითის ანაბეჭდები. აღნიშნული წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.
  • თითის ანაბეჭდი უნიკალურობის გამო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიომეტრიული მონაცემია. ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება, როგორც წესი, დასაშვებია უსაფრთხოების, საკუთრებისა და საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. დასაქმებულთა შესვლა-გასვლის აღრიცხვა კი სამსახურეობრივი საშვით არის შესაძლებელი.
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

7.

#აღმოაჩინედარღვევა

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ექიმისა და პაციენტის დიალოგს.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 7

  • მოცემულ სიტუაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ ექიმი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პაციენტის ოჯახის წევრს აძლევს მისი თანხმობის გარეშე.
  • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს. ძირითადად გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის და ინახება სამედიცინო დაწესებულებებში.
    ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების მიმართ კანონმდებლობა დაცვის განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს აწესებს. შესაბამისად, ორგანიზაციას არ აქვს უფლება გაამჟღავნოს დიაგნოზი პაციენტის თანხმობის გარეშე, თუ ეს არ ხდება მისი სასიცოცხლო ინტერესიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი შემთხვევებიდან გამომდინარე.
  • დაუშვებელია პირის პერსონალური ინფორმაციის სხვისთვის გადაცემა, თუკი არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მინდობილობა ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული“ სხვა დოკუმენტი/გარემოება
  • შესაბამისად, ინფორმაციის გაცემამდე ექიმს, პირველ რიგში, უნდა დაეზუსტებინა ჰქონდა თუ არა ოჯახის წევრს აღნიშნული პირის თანხმობა.
  • შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

8.

#აღმოაჩინედარღვევა

აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ სიტუაციას, როდესაც მასწავლებელი ატარებს მშობელთა კრებას.

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?

პასუხი 8

  • მოცემულ სიტუაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მშობელთა საერთო კრებაზე მასწავლებელი საჯაროდ განიხილავს თითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და ყოფაქცევას.
  • არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების (მისი ყოფაქცევა, მის მიმართ გაკეთებული შეფასებები, მასწავლებლების მასთან დამოკიდებულება, ან სხვა ინფორმაცია) დამუშავებისას მთავარი ორიენტირი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა. უკანონოდ გამჟღავნებულმა ინფორმაციამ შეიძლება იმოქმედოს არასრულწლოვნის სამომავლო განვითარებაზე, მისი პიროვნების სტიგმატიზაციაზე და შესაძლოა თანატოლების მხრიდან ბულინგისა და ჩაგვრის ობიექტი გახდეს.
  • შესაბამისად, მასწავლებელმა საერთო კრებაზე მშობლებს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია უნდა გააცნოს, ხოლო მოსწავლეების შეახებ ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს მშობლებს.