მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით

2023-07-31 10:14:31

#მსოფლიოპრაქტიკა

👥🚨🚓თაღლითობასა და გაყალბებასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის დაკავებული ელენი მარგარი პოლიციის მხრიდან მისი ფოტოსურათისა და სხვა პერსონალური მონაცემების პრესაში გამოქვეყნებას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნევდა.

👮🏻‍♀️📝პოლიციის დეპარტამენტმა ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორს ბრალდებულთა ფოტოებისა და პერსონალური მონაცემების პრესითა და ტელევიზიით გაშუქების მოთხოვნით იმ მიზეზით მიმართა, რათა დაეცვათ საზოგადოება მსგავსი ფაქტებისგან და ამავდროულად, გამოევლინათ, ხომ არ ჩაიდინეს ბრალდებულებმა სხვა დანაშაულებიც.

📺📷ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ნებისმიერი მედიასაშუალებისა და პრესის მიერ ექვსი თვის განმავლობაში შვიდი ბრალდებულის, მათ შორის, მომჩივნის პერსონალური მონაცემებისა და ფოტოების გამოქვეყნების უფლებას იძლეოდა.
👉🏻ის თუ როგორ იმსჯელა ადამიანის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე და მსოფლიო პრაქტიკის სხვა სიახლეები იხილეთ ვრცლად: დაიჯესტი, 06.2023