მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-06-22 14:28:22დოკუმენტი ევროკავშირისა და ეროვნული კანონმდებლებისთვის, ასევე, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სახის ამომცნობი ტექნოლოგიური სისტემების დანერგვისა და გამოყენების შესახებ მითითებებს მოიცავს.
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ სახის ამოცნობის ინსტრუმენტები მხოლოდ საპოლიციო დირექტივის (“LED”) მკაცრი დაცვით, საჭიროების შემთხვევაში და ამასთანავე, პროპორციულად უნდა იქნას გამოყენებული.
განახლებულ დოკუმენტში რამდენიმე დამატებითი განმარტება აისახა, რომლის თანახმადაც:
✔️პერსონალური მონაცემები შესაძლოა, დამუშავდეს მხოლოდ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, როდესაც არსებობს კანონიერი და ლეგიტიმური საფუძველი, კანონით განმტკიცებული მონაცემთა დაცვის პრინციპების შესაბამისად;
✔️ადამიანის ჩართულობა სახის ამომცნობი ტექნოლოგიების შედეგების დამუშავებაში შესაძლოა, არ იყოს საკმარისი გარანტია მონაცემთა სუბიექტების უფლებების დასაცავად. ადამიანის შესაძლო მიკერძოებისა და შეცდომების ალბათობამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მონაცემთა კანონიერ დამუშავებაზე;
✔️სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით, პერსონალური მონაცემების დამუშავება ექვემდებარება “GDPR”-ით დადგენილი ანგარიშვალდებულების პრინციპს.
ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან, იხილეთ ვრცლად 👉 მსოფლიო პრაქტიკა