პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ციკლი გრძელდება
2024-02-20 17:26:23
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ციკლი გრძელდება.
ამჯერად, საკანონმდებლო ცვლილებები სამსახურის წარმომადგენლებმა სამცხე ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თვითმმართველი ორგანოების (მერია/საკრებულო) თანამშრომლებს გააცნეს.
შეხვედრაზე სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა- სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ასევე, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება.
კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, სამსახური აქტიურ შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატით, მომავალშიც გააგრძელებს.