,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, ერთდღიანი ონლაინ ტრენინგი ცხადდება.
2024-02-19 18:32:59
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, ერთდღიანი ონლაინ ტრენინგი ცხადდება.
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
კურსი გამიზნულია კერძო და საჯარო სექტორების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. მისი მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის შესახებ არსებული კონცეფციებისა და თეორიების, ეროვნული საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ საბაზისო ცოდნის შექმნა, რის საფუძველზე კურსის სამიზნე აუდიტორია შეძლებს დარგობრივი ინფორმაციის ანალიზს, სამართლებრივი პრობლემების შეფასებასა და გადაწყვეტას, სასწავლო კურსის შედეგად მიღებული ცოდნის მათ ყოველდღიურ საქმიანობაში პრაქტიკულ გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო, მასში გათვალისწინებული ვალდებულებებისა და სიახლეების უმრავლესობა ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა.
შეხვედრა გაიმართება 22 თებერვალს, 11:00-საათიდან 18-საათამდე. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე
https://docs.google.com/.../1FAIpQLScuqoLCHlKDDH.../viewform
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე