პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონალურ შეხვედრებს აგრძელებს
2024-02-14 18:07:05
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონალურ შეხვედრებს აგრძელებს. მომდევნო შეხვედრა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლების, პრინციპების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, პროფაილინგის, პორტირებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დამსწრე აუდიტორიის ინფორმირება წარმოადგენდა, რაც მათ კანონის იმპლემენტაციის პროცესს გაუმარტივებს.
დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიაწოდეს.
სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად აგრძელებს.