ინციდენტთან დაკავშირებული ღოონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოქვეყნდა

2024-02-10 09:54:47
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლიმენტაციის პროცესში სამსახური ამუშავებს რეკომენდაციებს ე.წ გაიდლაინებს საკანონდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.
რეკომენდაციები მიზნად ისახავს, მათ შორის, კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე მითითებით, გაანალიზოს საკანონდებლო დანაწესი, რათა შესაბამისმა პასუხისმგებელმა სუბიექტებმა სრულყოფილად აღიქვან მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არსი და ფარგლები.
აღნიშნული რეკომენდაციები ემსახურება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტებას, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას, ის არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ წარმოშობს დამატებით უფლებებსა და ვალდებულებებს.
გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შეიმუშავა.
ინციდენტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზების და მათ შესახებ ინფორმირების ამგვარი მექანიზმი მონაცემთა დაცვის ქართულ კანონმდებლობაში სიახლეს წარმოადგენს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შედეგად მონაცემთა სუბიექტების უფლებებისადმი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან არიდებას.
გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
რეკომენდაცია სრულად იხილეთ:

👇
https://bit.ly/3SUg08g