ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე დასაქმებულ პირებთან და იურისტებთან გაიმართა
2024-02-10 09:52:35
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე დასაქმებულ პირებთან და იურისტებთან გაიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმიური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, დეტალურად განიხილეს. მათ შორის, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის გარკვეული ასპექტების, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლებისა და პრინციპების, აუდიო და ვიდეომონიტორინგის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით შეცვლილი ტერმინებისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტზე, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების ვალდებულებაზე, ჯარიმების ცვლილებაზე და სხვა სიახლეებზე.
შეხვედრა Self.HR-ის ორგანიზებით, თიბისი კონცეპტის სივრცეში ჩატარდა და 250-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის ძირითადი დებულებები ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა. კანონის ამოქმედებამდე, სამსახური სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.