პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრნენ
2024-02-01 18:48:43
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა- ია ყიფიანმა და გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.
სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, საკანონდებლო ცვლილებებსა და საკონსულო საქმიანობის განხორციელების პროცესში მათ გავლენაზე ისაუბრეს.
საკოორდინაციო შეხვედრას 70-მდე საკონსულო თანამდებობის პირი ესწრებოდა.