• ხმა
  • შრიფტი შრიფტი შრიფტი შრიფტი
  • კონტრასტი
ENG
  • ჩვენ შესახებ
  • კანონმდებლობა
  • პრესცენტრი
  • ბიბლიოთეკა
  • კონტაქტი
ENG
მოგვწერე

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

თუ გაქვთ შეკითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენს მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ - ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ და იმოქმედოთ თქვენი და სხვისი უფლებების დასაცავად.

მიიღეთ კონსულტაცია

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105
  • ტელ.: (+995 32) 2421000
  • ელ.ფოსტა: office@stateinspector.ge
  • facebook chat

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

თუ ფლობთ ინფორმაციას შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და გსურთ, რომ აცნობოთ ინსპექტორის აპარატს, ამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება. ამისთვის პირველ რიგში უნდა შეავსოთ „შეტყობინების“ ველი და მოგვაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დარღვევის შინაარსის, ადგილის, დროის და სავარაუდო კანონდამრღვევის შესახებ. შეტყობინების გამოგზავნისას სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო მონაცემები, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თქვენთან დაკავშირება. თუმცა, თუ ანონიმურად დარჩენა გსურთ, შეავსეთ მხოლოდ ერთი სავალდებულო ველი. შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.

თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.

შემოიტანეთ განცხადება

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებენ და გსურთ, რომ ინსპექტორმა რეაგირება მოახდინოს, უნდა მოგვმართოთ განცხადებით. განცხადების შემოტანა შეგიძლიათ როგორც ჩვენს ოფისში: თბილისი, ვაჩნაძის ქუჩა № 7, ასევე ელექტრონულად. ელექტრონული ფორმით განცხადების შემოსატანად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განცხადების ფორმა და შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული გამოგვიგზავნოთ მისამართზე: office@stateinspector.ge.  ინსპექტორის აპარატი გთავაზობთ უფრო მოქნილ შესაძლებლობასაც: დარეგისტრირდით საქმის წარმოების სისტემაში, სადაც ერთ ონლაინ სივრცეში შეძლებთ როგორც განცხადების შემოტანას, ასევე მისი განხილვის პროცესისთვის თვალყურის დევნებას და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

საქმის წარმოება განცხადების ფორმის ჩამოტვირთვა

თარიღი

#ჩვენიმონაცემებისდაცვა #ჩვენსინტერესშია #ჩვენსინტერესში #ვიდეოთვალთვალი #ჩვენივეინტერესშია #28იანვარი #პერსონალურმონაცემთადაცვისდღე #პრესა #ნიუსი

ბიბლიოთეკა

ეს საინტერესოა ვიდეო ბლოგი რეკომენდაციები
  • ეს საინტერესოა
  • ვიდეო
  • ბლოგი

თარიღი

#ჩვენიმონაცემებისდაცვა #ჩვენსინტერესშია #ჩვენსინტერესში #ვიდეოთვალთვალი #ჩვენივეინტერესშია #28იანვარი #პერსონალურმონაცემთადაცვისდღე #პრესა #ნიუსი

Nametests-ის სკანდალი - პოპულარულმა FB აპლიკაციამ მილიონობით მომხმარებლის მონაცემები ხელმისაწვდომი გახადა

ფეისბუქი კვლავ გთავაზობთ ზაფხულში გაცნობილი ადამიანების დამეგობრებას? ინსტაგრამზე ისევ გხვდებათ იმ ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები სადაც თქვენც ხართ? არც სარეკლამო შემოთავაზებები აგვიანებს, რომელიც აშკარად ტერიტორიას მორგებულია? ყველაფერი ეს შეიძლება ლოკაციის, ანუ ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შედეგი იყოს.
23 აგვისტო, 2018

GDPR-ის ამოქმედების პირველივე დღეს მოქალაქემ ფეისბუქისა და გუგლის 8 მილიარდით დაჯარიმება მოითხოვა

ფეისბუქი და გუგლი პირველი ელექტრონული გიგანტები არიან, რომლებსაც GDPR-ის ფარგლებში დაჯარიმება ემუქრებათ. მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული რეგულაციის ამოქმედების პირველივე დღეს მათ ავსტრიელმა აქტივისტმა მაქს შრემსმა უჩივლა. ის ფეისბუქის 3.9, გუგლის კი 3.7 მილიარდი ევროთი დაჯარიმებას ითხოვს.
29 მაისი, 2018

2018 და მონაცემთა დაცვა - ახალი წლის მოლოდინები და გამოწვევები

ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში ყოველ ახალ წელს ახალი შესაძლებლობები მოაქვს. იქმნება ახალი მოწყობილობები, უმჯობესდება მომსახურება, მარტივდება კომუნიკაცია. გამონაკლისი ამ მხრივ არც 2017 იყო - ბაზარზე გამოვიდა სმარტფონების განახლებული მოდელები, ახალ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნურმა ინტელექტმა, გაჩნდა კიდევ უფრო მეტი ჭკვიანი გაჯეტი. თუმცა ახალ შესაძლებლობებს თან ახლავს ახალი გამოწვევებიც, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. რას უნდა ველოდოთ 2018-ში ამ მიმართულებით - ჩვენს პოსტში წაიკითხავთ.
31 დეკემბერი, 2017

პროფესორები VS მონტენეგრო-რა დაადგინა ევროსასამართლომ აუდიტორიებში ვიდეოთვალთვალის საქმეზე

დასაშვებია თუ არა ვიდეოთვალთვალი აუდიტორიაში, სადაც ლექცია მიმდინარეობს? ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ანტონოვიჩი და მირკოვიჩი მონტენეგროს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. მათემატიკის ორი ლექტორის მიმართვის საფუძველზე აუდიტორიების ვიდეოკამერებით აღჭურვა პირად ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნიეს.
08 დეკემბერი, 2017

ბოდიში, გამოძიება და ცვლილებები - რას გვპირდება მარკ ცუკერბერგი მონაცემების უკეთ დასაცავად

სკანდალი, რომლის გამოც ფეისბუქი მომხმარებლის ნდობასა და მილიარდებს კარგავს გრძელდება.
23 ნოემბერი, 2017

People you may Know – რა პრინციპით გვთავაზობს ფეისბუქი შესაძლო ნაცნობთა სიას

გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შეხვედრიხართ, რამდენიმე საათში კი ფეისბუქს მასთან დამეგობრება შემოუთავაზებია?
20 ნოემბერი, 2017

გამოძიების პირველი შედეგები facebook-სკანდალზე: რა დაადგინა მონაცემთა დაცვის ბრიტანულმა უწყებამ

facebook-ის და Cambridge Analytica-ს სკანდალის მიმართ მედიის ინტერესმა იკლო, თუმცა საქმე ჯერ არ დასრულებულა. ეკრანებიდან და წამყვანი გამოცემების ფურცლებიდან პროცესმა დოკუმენტებში და საგამოძიებო უწყებებში გადაინაცვლა. საქმეს არაერთ ქვეყანაში იძიებენ, თუმცა თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოდ ითვლება გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო კომისრის (ICO) გამოძიება, რომელმაც პირველი შედეგები უკვე დადო.
20 ოქტომბერი, 2017

დასაქმებულის მიმოწერის მონიტორინგის საქმეზე ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

რა შემთხვევაში შეუძლია დამსაქმებელს დასაქმებულის მიმოწერის მონიტორინგი? რა ფორმით უნდა გააფრთხილოს დამქირავებელმა თანამშრომელი ამის შესახებ? როგორ უნდა გაიმიჯნოს სამსახურეობრივი და პირადი მიმოწერა? – დღეს, როცა სამსახურში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ეს შეკითხვები სულ უფრო აქტუალური ხდება.
11 სექტემბერი, 2017

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - როგორ „კითხულობს თქვენს აზრებს“ facebook-რეკლამა?

ერთ კვირაში დედათქვენის დაბადების დღეა და თითქოს დამთხვევააო, თქვენი ფეისბუქის ნიუსფიდში ახლომდებარე სამკაულების მაღაზიის რეკლამა ჩნდება, რომელიც ქალის ნივთებზე ფასდაკლებას გთავაზობთ. ქორწინების იუბილე ახლოვდება, თქვენს პარტნიორს ძალიან უნდა ახალი ტელეფონი და „სრულიად შემთხვევით“ ფეისბუქი ტექნიკის მაღაზიების შემოთავაზებებს გაჩვენებთ. ცოტა ხნის წინ სამსახური შეიცვალეთ და თქვენი ოფისი სახლიდან შორს მდებარეობს. თითქოს დაბარებულივით, ეკრანზე უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტაქსის კომპანიების რეკლამები. ისღა დაგრჩენიათ, დაიჯეროთ, რომ ვიღაც თქვენს აზრებს კითხულობს
06 სექტემბერი, 2017

სახე, როგორც გასაღები - რა უნდა ვიცოდეთ iPhone X-ის Face ID-ს შესახებ?

ახალი iPhone-ის პრეზენტაცია ის მოვლენაა, რომელსაც ტექნოლოგიური სამყარო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. წლევანდელი ღონისძიება ამ მხრივ გამორჩეული იყო. კომპანიამ მომხმარებელს ერთდროულად 2 მოდელი და არაერთი სიახლე წარუდგინა.
04 სექტემბერი, 2017
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს.
2 42 10 00
საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105

E-MAIL: office@stateinspector.ge

Copyright 2014 © Office of the Personal Data Protection Inspector. All rights reserved
კონფიდენციალურობის პოლიტიკა