კამპანია #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
2022-09-05 11:40:03
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ონლაინ კამპანიას ვიწყებთ.
1 თვის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი ჩვევების შესახებ, რომელებიც პირადი ინფორმაციის დასაცავად ყოველდღიურად უნდა გახსოვდეთ.
ილუსტრირებული ბარათები, მასზე დატანილი მნიშვნელოვანი რჩევებით, ყოველდღიურად მეტად დაგაფიქრებთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი ან სხვისი მონაცემების გაცემისას, მუდმივად დაინტერესდეთ რატომ, რა მიზნით გთხოვენ ამა თუ იმ ინფორმაციას და შეესაბამება თუ არა იგი კანონის მოთხოვნებს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა დაცვის საკითხების მიმართულებით ყველაფერს კანონი ვერ არეგულირებს. კანონმდებლობა არ ვრცელდება მონაცემთა პირადი მიზნებისთვის დამუშავებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, საჭიროა საზოგადებაში დამკვიდრდეს და ჩამოყალიბდეს პირად ურთიერთობებში მონაცემთა დაცვისა და პატივისცემის კულტურა.
კამპანიის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და გარკვეული წესების დაცვა მომავალში გარკვეულ მორალურ თუ ფინანსურ ზარალს აგარიდებთ თავიდან.
|
ელექტრონული მოწყობილობების უყურადღებოდ დატოვებისას იმაზე უარესი რამ შეიძლება მოხდეს, ვიდრე მეგობრების მიერ ხუმრობით დაწერილი სტატუსებია.
და რომელია შენი ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც მონაცემთა დასაცავად იყენებ?
|
უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტზე დაუკვირვებელი და ნაჩქარევი თანხმობით, ვინ იცის, იქნებ იმაზე თანხმდებით, რომ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში შენახული ინფორმაცია სხვის ხელში აღმოჩნდეს?!
და რომელია თქვენი ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც მონაცემთა დასაცავად იყენებთ?
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესებს კანონი არეგულირებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რამდენჯერაც გადადებთ ჩვენთვის მომართვას, იმდენჯერ მეტია რისკი, რომ უფრო მეტი უკანონო შეტყობინება დაგზავნოს კომპანიამ.
და რომელია თქვენი ყოველდღიური ჩვევა, რომელსაც მონაცემთა დასაცავად იყენებთ? #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა |
პირადი მიზნით ფოტოების გავრცელებისას გიფიქრიათ იმ ადამინების ინტერესებზეც, რომლებიც აგრეთვე ხვდებიან კამერის ობიექტივში?
მაგალითად, როდესაც საბავშვო ბაღიდან ჩვენი შვილის სხვა ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს ვავრცელებთ, საყურადღებოა, რამდენად სურთ მათ მშობლებს აღნიშნული კადრის საჯარო განთავსება?!
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
პაროლი - ეს ის მნიშვნელოვანი გასაღებია, რომელიც სხვა ადამიანებს თქვენს უამრავ პირად ინფორმაციაზე გაუღებს კარს.
ამიტომ, პაროლების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ სასურველია
|
სანამ თქვენ გგონიათ, რომ ჯეკპოტი მოიგეთ ან შორეულ ქვეყანაში მცხოვრებმა პრინცმა მემკვიდრეობა დაგიტოვათ, მანამდე თქვენს მოწყობილობაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლოა ჰაკერებმა მოიპოვეს.
ფიშინგი ონლაინ თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ახალ ბმულზე გადასვლამდე ყურადღება მიაქციეთ:
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
ვის გადასცემთ? რატომ? რა მიზნით გთხოვენ პერსონალურ მონაცემებს?‼️ პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ ამ კითხვებზე პასუხის მიღება თქვენი უფლებაა‼️ მათზე მიღებული პასუხები კი გარანტია, რომ სწორად შეძლებთ განსაზღვროთ, უნდა ანდოთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, მონაცემთა ამ კონკრეტულ დამმუშავებელს. ინფორმაციის გადაცემამდე, პირველ ჯერზე თქვენს მიერ დასმული ეს შეკითხვები შესაძლოა სხვადასხვა ორგანიზაციისთვის ან თუნდაც ფიზიკური პირებისთვის დამაბნეველი და გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ გვჯერა ერთად შევქმნით გარემოს სადაც პერსონალური მონაცემების დაცვა ყველა მხარისთვის ერთნაირად პრიორიტეტული იქნება ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ყველაფერს კანონი ვერ არეგულირებს. კანონმდებლობა არ ვრცელდება მონაცემთა პირადი მიზნებისთვის დამუშავებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, საჭიროა, საზოგადებაში დამკვიდრდეს და ჩამოყალიბდეს პირად ურთიერთობებში მონაცემთა დაცვისა და პატივისცემის კულტურა.
მაგალითები ბევრია..
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
რაც ხდება სამსახურში, რჩება სამსახურში- ამ სლოგანით ყველა მონაცემთა დამმუშავებელს (იმ ადამიანს ვინც სამსახურებრივი მიზნით მოიპოვებს სხვა ადამიანების პირად მონაცემებს) კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამსახურებრივი მიზნით მოპოვებული მონაცემების პირადი მიზნით გამოყენება დაუშვებელია, მაშინაც კი თუ გგონიათ, რომ ამის უამრავი მიზეზი გაქვთ:
მაგალითად:
...... მაგალითები ბევრია..
გახსოვდეთ, რომ საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა მოქმედებს და ის თანაბრად ვრცელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებზე. კანონი მონაცემთა დამმუშავებლებს არაერთ ვალდებულებას აკისრებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კონკრეტული სანქციები, მათ შორის ჯარიმაა გათვალისწინებული.
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
უყურადღებოდ დატოვებულ დოკუმენტებს, მხოლოდ ქარი არ წაიღებს...
თუ თქვენ მონაცემთა დამმუშავებელი ხართ, ანუ ის ადამიანი ვინც სამსახურებრივი მიზნით მოიპოვებს სხვა ადამიანების პირად მონაცემებს, მაშინ კანონი გავალდებულებთ, რომ ეს მონაცემები სათანადოდ დაიცვათ იმ ადამიანებისგან ვისაც მასზე წვდომის უფლება არ აქვს.
დაფიქრდით, საკმარისად აქცევთ ყურადღებას აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოებას?
სათანადოდ არის დაცული ელექტრონული ხელსაწყოები, რომლებშიც ამ მონაცემებს ინახავთ?
ან უსაფრთხო, დაცულ, სხვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არის განთავსებული ის საქაღალდეები სადაც ეს მონაცემები მატერიალური სახით ინახება?
უსარგებლო დოკუმენტების გაცემისას/გადაგდებისას, ყურადღებას აქცევთ, რომ ისინი იმდენად დააზიანოთ რომ გარჩევადი აღარ გახდეს არაუფლებამოსილი პირისთვის?
მაგალითად, სამსახურის პრაქტიკაში ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როდესაც მოქალაქემ პირადი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებში გახვეული პური იყიდა.
და ასევე, ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების მიერ მანქანაში უყურადღებოდ დატოვებული მნიშვნელოვანი მონაცემების შემცველი დოკუმენტები, მართლაც ქარმა წაიღო და ისინი არაუფლებამოსილი ადრესატების ხელში აღმოჩნდა...
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#დაიცავიმონაცემები
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში - აი იაა!
თუ თქვენ მონაცემთა დამმუშავებელი ხართ, ანუ ის ადამიანი ვინც სამსახურებრივი მიზნით მოიპოვებს სხვა ადამიანების პირად მონაცემებს, მაშინ კანონი გავალდებულებთ, რომ ეს მონაცემები კანონიერი გზით მოიპოვოთ და გამოიყენოთ.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაა ორგანიზაციის/ კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის პროცესში ან ორგანიზებულ ღონისძიებაზე სტუმრების ფოტო/ვიდეო გადაღება და აღნიშნული მასალის სხვადასხვა მიზნით გამოყენება.
ასეთი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებამდე წინასწარ უნდა მოიპოვოთ ზეპირი, ან წერილობითი თანხმობა.
მაგალითები ბევრია..
როგორ ავირიდოთ თავიდან კანონის დარღვევა?
გახსოვდეთ, რომ წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც კი პირს უფლება აქვს მოგთხოვოთ მისი ფოტოს, ვიდეო ან აუდიო მასალის წაშლა, სახის დაფარვა და ა.შ. თქვენ ეს მოთხოვნა უნდა შეასრულოთ.
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|
თუ თქვენ მონაცემთა დამმუშავებელი ხართ, ანუ ის ადამიანი ვინც სამსახურებრივი მიზნით მოიპოვებს სხვა ადამიანების პირად მონაცემებს, მაშინ გახსოვდეთ, მეტ მოპოვებულ მონაცემს - მეტი დაცვა სჭირდება ხოლო იმას, კი თუ რა მიზნით ითხოვთ კონკრეტულ მონაცემებს - დასაბუთება.
თუ თქვენ მონაცემთა სუბიექტი ხართ, ანუ ის ადამიანი ვის მონაცემებსაც ამუშავებენ, გახსოვდეთ რომ კონკრეტული ნივთის შეძენისას ან მომსახურების გაწევისას რაიმე ინფორმაციის მოთხოვნა, იმთავითვე დარღვევას არ ნიშნავს. თუ ისეთ მონაცემს გთხოვენ, რაც ერთი შეხედვით თქვენ მოთხოვნასთან კავშირში არ არის, აუცილებლად უნდა იკითხოთ რ ა ტ ო მ ? რ ა მ ი ზ ნ ი თ გთხოვენ ამ ინფორმაციას.
მიღებული არგუმენტით შეძლებთ განსაზღვროთ რამდენად ლეგიტიმური ან არალეგიტიმურია აღნიშნული მოთხოვნა და სწორედ ამის საფუძველზე გასცეთ მონაცემები, ან მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ერთად დავამკვიდროთ მონაცემთა დაცვის კულტურა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
|