რჩევები, რომელიც Black Friday-ს დროს უნდა გაითვაილსწინოთ

2021-11-25 10:13:56

 

რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ მაღაზიაში შესყიდვის დროს?

 

  • საბანკო ბარათის კონსულტანტის ან მესამე პირისთვის გადაცემისას იყავით ყურადღებით;

  • ეცადეთ, საბანკო ბარათზე დატანილი მონაცემები არ იყოს სხვა პირებისთვის ხილვადი ან ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის იდენტიფიცირებადი;

  • შესყიდვის განხორციელებისას თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნისას, დაინტერესდით რა მიზნით ხდება მათი შეგროვება (მაგ.: თქვენი ტელეფონის ნომერი მაღაზიამ შესაძლოა მარკეტინგული მიზნით გამოიყენოს და სარეკლამო შეტყობინებები გამოგიგზავნოთ);

  • გახსოვდეთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების გაზიარების შემთხვევაშიც, ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი დამუშავების შეწყვეტა.

 

 

რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ შესყიდვის დროს?

  • პირველ რიგში, დარწმუნდით ონლაინ მაღაზიის სანდოობაში და გაითვალისწინეთ შესაბამისი ვებგვერდის რეპუტაცია. ამასთან, სანდო ვებგვერდს მისამართის ველს თან უნდა ერთვოდეს ბოქლომის სიმბოლო და მისამართის პანელი იწყებოდეს HTTPS:// და არა HTTP:// სიმბოლოებით;

  • სხვადასხვა ვებგვერდებზე რეგისტრაციისას, გამოიყენეთ რთული, კომბინირებული და განსხვავებული პაროლები;

  • ონლაინ შესყიდვისას არ ისარგებლოთ საერთო მოხმარების კომპიუტერით და არ გამოიყენოთ საჯარო ე.წ. Public Wi-Fi;

  • თუ ნივთის შეძენისას ვებგვერდი ისეთ პერსონალური მონაცემებს გთხოვთ, რომელთა საჭიროება შესყიდვასთან კავშირში გაეჭვებთ, აუცილებლად დაინტერესდით - რატომ გთხოვენ აღნიშნულ მონაცემებს;

  • ონლაინ მაღაზიებისთვის გამოიყენეთ სპეციალურად შესყიდვებისთვის განკუთვნილი ბარათი, რომელზეც მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციის/ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭირო თანხას დაიტანთ;

  • მოერიდეთ ვებგვერდებზე საბანკო ბარათის მონაცემების დამახსოვრებას;

  • ხშირად შეამოწმეთ საბანკო ანგარიშები და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათით ტრანზაქციები მხოლოდ თქვენი განხორციელებულია.