მსოფლიო პრაქტიკა - საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები  პერსონალურ მონაცემთა  დაცვის მიმართულებით

2021-07-20 11:53:26

🌍მსოფლიო პრაქტიკა და გამოცდილება რომელიც გვსურს გაგიზიაროთ.

საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები  პერსონალურ მონაცემთა  დაცვის მიმართულებით 👇

📍 გიფიქრიათ, რა ზეგავლენა შესაძლოა მოახდინოს არასრულწლოვნების პირად ცხოვრებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ქსელებსა და  სათამაშო პლატფორმებზე გაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენებამ?

🇫🇷  გიზიარებთ, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (CNIL) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს ონლაინ სივრცეში ბავშვების დაცვის შესახებ;

📍 დაინტერესებულხართ  რა მონაცემები იძებნება Google -ში თქვენი  სახელისა და გვარის მითითებისას?

🇧🇪 ბელგიაში, ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ საძიებო სისტემა Google- ში, საკუთარი სახელისა და გვარის ჩაწერისას, ძიების შედეგებში სტატია ჩნდებოდა, რომელიც 1994 წლის ავტოსაგზაო შემთხვევაში (რომელიც მსხვერპლით დასრულდა) მის პასუხისმგებლობას შეეხებოდა. მძღოლმა, რომელსაც სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა, გამომცემელს მისი სახელის ანონიმიზაცია მოსთხოვა.

📍 რა სანქციებს ითვალისწინებს ისლანდიაში ვიდეოთვალთვალის არაკანონიერი გამოყენება?

🇮🇸  ისლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სანაყინეების მფლობელი კომპანია დააჯარიმა, რომელიც დასაქმებულის სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად კი გამოსაცვლელ სივრცეში, ვიდეომონიტორინგის გამოყენებით მის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა.  საზედამხედველო ორგანოს საჩივრით კომპანიის არასრულწლოვანმა დასაქმებულმა მიმართა.

📍 როგორ ფიქრობთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირადი მონაცემების შეცდომით გასაჯაროებას?

🇳🇴  ნორვეგიის საზედამხედველო ორგანომ სპორტის კონფედერაცია დააჯარიმა, რომელმაც სამ მილიონზე მეტი ნორვეგიელის, მათ შორის 500 000 არასრულწლოვანის  პერსონალური მონაცემები შეცდომით გაასაჯაროვა.

ეს და სხვა საინტერესო სიახლეები იხილეთ 👉  ბმულზე

#დაიცავიპერსონალურიმონაცემები
#გაიზარეგამოცდილება
#მსოფლიოპრაქტიკა
#გაიგემეტი